Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული  პირის  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის  ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის  N63/2017 დადგენილების  დანართი N1-ის მე-4 მუხლის  პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დებულების მე- 10 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-4 და მე-5  და მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის ნოდარ ვარამაშვილის 2025 წლის 6 ივნისის N13949/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს  2025 წლის  6 ივნისის  სხდომის  ოქმი  N3 ) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულის - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანაშრომლების და მეცნიერი თანაშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა)გურამ ქუთელია  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
ბ)ევგენი საყვარელიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე.
გ) მამუკა ჯახუტაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.

2.დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ გურამ ქუთელია, საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარის  მოადგილედ ევგენი  საყვარელიძე   და   საკონკურსო კომისიის მდივნად მამუკა ჯახუტაშვილი.
3.დაევალოს საკონკურსო  კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება  სსიპ   –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს
2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.დაევალოს საკონკურსო კომისიას  დასამტკიცებლად  წარუდგინოს  თსუ რექტორს შემაჯამებელი  ოქმი არაუგვიანეს 2025 წლის 12 ივლისისა,
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).
6.წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია